ლაშა შავდათუაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები მოიგეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლებისთვის 3 ქართველი იბრძვის.
თავისი პირველი ორთაბრძოლები უკვე ჩაატარეს 73 კგ. წონით კატეგორიის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ამავე წონაში მებრძოლმა ნუგზარ ტატალაშვილმა და 57 კგ.-ში გამომსვლელმა ეთერ ლიპარტელიანმა.
შავდათუაშვილმა პერუელი მეტოქე გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა. ტატალაშვილმა ბელარუს ვადიმ შოკას მოუგო და მეორე წრეზე გავიდა; ლიპარტელიანმა კი ჩეხ სპორტსმენს 2 ვაზარით სძლია. ქალმა ძიუდოისტმა მეორე შეხვედრაც გამართა და ბელგიელი ლიბერი ულამაზესი გდებით, იპონით დაამარცხა.
ტურნირის წინასწარი შეხვედრები 12 საათზე დაიწყო და ფინალურ ბლოკს ქომაგები დღეს, 19 საათზე იხილავენ.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯერ მედალი არ აუღია.