მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

წვიმის გამო, გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები.

ამ დროსთვის ხანძარი ლატალის მიმდებარე ტყეში ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს – ბუჩქნარს, ეკალბარდს და ფოთლებს, რაც დაკვამლიანებას იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button