ლატვია რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინადადებით გამოდის
ლატვია ევროკავშირში რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინადადებით გამოდის
რინკევიჩსმა მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა აკრძალოს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარონ. ამის შესახებ განცხადება ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ლატვიელმა დიპლომატმა დაგმო „ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ძალადობრივი მკვლელობა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულებები“.
ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე ელენოვკას დასახლებაში მდებარე კოლონიაზე თავდასხმის შედეგად, 53 უკრაინელი ტყვე დაიღუპა, 73 დაშავდა. კიევი აცხადებს, რომ მოსკოვმა კოლონიას განზრახ დაარტყა, რათა ტყვეების წამების სამხილები გაენადგურებინა.