ლატვიაში გლობუსები გაყიდვიდან ამოიღეს

ლატვიის სავაჭრო ქსელ Maxima-ს მაღაზიებში გლობუსები აღმოაჩინეს, რომლებზეც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო გამოსახული, – გადმოსცემს Delfi.

SIA Maxima Latvija წარმომადგენლის იანის ბესერისის თქმით, გლობუსები პოლონური წარმოების საქონელია.

„გლობუსები დახლებზე ივლისში გამოჩნდა, ამჟამად, 65 ცალი უკვე გაყიდულია. იმ მომხმარებლებს, რომლებმაც არასწორად შედგენილი გლობუსები უკვე შეიძინეს, Maxima ფულს უკან დაუბრუნებს“, – განაცხადა ბესერისმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button