მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომში მყოფი პრეზიდენტი ბრიტანეთს სტუმრობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ის ქვეყნის პრემიერმინისტრს რიში სუნაკს შეხვდება.

“დღეს – ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როცა საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება, მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიში სუნაკს. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციასთან ერთად”, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.მანამდე,

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ასობით ახალ დრონს გაუგზავნის. ადმინისტრაციამ განცხადება ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე გაავრცელა.

“დღეს პრემიერმინისტრი გამოაცხადებს გაერთიანებული სამეფოს შემდგომ დახმარებას, რომელიც საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებსა და უპილოტო საჰაერო სისტემებს მოიცავს, მათ შორისაა შორ დისტანციაზე თავდასხმისთვის ასობით ახალი დრონი, რომელთა მანძილი 200 კმ-ზე მეტია”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციამ, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფო უკრაინას რაკეტებსა და შორ მანძილზე მოქმედ ასობით დრონს გაუგზავნის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დახმარების ამ პაკეტს უკრაინა მომდევნო თვეებში მიიღებს.
“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდები დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის”- დაწერა ზელენსკიმ.

ამასთან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება.

“ეს არის გადამწყვეტი მომენტი უკრაინისთვის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს საშინელ, აგრესიულ ომს, რომელიც მათ [უკრაინელებს] არ აურჩევიათ და არ წამოუწყიათ.

მათ ესაჭიროებათ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მხარდაჭერა, რათა თავი დაიცვან დაუნდობელი და განურჩეველი თავდასხმებისგან, რაც მათი ყოველდღიური რეალობაა უკვე წელიწადზე მეტია. ჩვენ ისინი [უკრაინელები] არ უნდა დავტოვოთ”, – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, 15 მაისს დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტა “Storm Shadow” გადასცა, რაც კონტრშეტევების დროს უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს.

ცნობისთვის გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში იმყოფებოდა, 13 მაისს კი რომსა და ვატიკანში ჩავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button