ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობას მიიღებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება და უკრაინის ომი იქნება.
ამასთან, ლავროვი მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში ახლო აღმოსალეთში არსებული ვითარების შესახებ. შესაძლოა, რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც გაიმართოს.
სახელმწიფო მედია TASS წერს, რომ მინისტრის თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა “არამეგობრულ ქვეყნებს” და ჩრდილოეთ მარშრუტის გავლით აშშ-ში 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლავროვი ნიუ-იორკს 22-დან 24 იანვრამდე ეწვევა და პირადად მიღებს მონაწილეობას გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ. ასევე, დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც უკრაინის საკითხებს განიხილავენ. ამასთან რუსეთის საგარეო ამბობს, რომ იქნება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც, თუმცა ვისთან და რა საკითხზე, დაკონკრეტებული არაა.
22 იანვარს გაეროს კომიტეტი რუსეთის წარმომადგენლებს მოსთხოვს ახსნან, რა ბედი ეწია ათასობით უკრაინელ ბავშვს, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გაგზავნეს რუსეთში.
გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც 18 დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, რეგულარული განხილვის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს რუსეთის მონაცემებზე.
კითხვების ნაწილი მოსკოვს 2023 წლის პირველ ნახევარში გაუგზავნეს. კომიტეტს სურს დაადგინოს, რამდენი ბავშვი იქნა “ევაკუირებული” რუსეთში ან უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ არეალებში.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში, არაერთი ორმხრივი შეხვედრაა მოსალოდნელი.