მნიშვნელოვანირეგიონი

ლავროვის ოჯახის ქორწილის გაპოტესტებისათვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაგრძელდება

ლავროვის ოჯახის ქორწილის გაპოტესტებისათვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაგრძელდება.

დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ინციდენტის მონაწილე პოლიციელები და სამოქალაქო აქტივისტები დაკითხეს.

პირები, რომლებსაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, პროცესს პოლიტიკურს უწოდებენ და მოწმე პოლიციელებს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსეთთან კოლაბორაციაშია და ვინც ამაზე ხმამაღლა ილაპარაკებს, ყველას დასჯა- დაშინების პოლიტიკას ატარებს.

20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის პროტესტისათვის, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, სულ 14 პირი დააკავა.

ყველა მათგანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button