მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვმა G20-ის სამიტი პირველივე დღეს დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი პირველივე დღეს დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ლავროვი სიტყვით გამოვიდა სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების პლენარულ სხდომაზე და ჯანდაცვისადმი მიძღვნილ სხდომაზე. ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან და ასევე მოკლედ ისაუბრმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ “დიდი ოცეულის” სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას აპირებენ.
მედიის ცნობით, ლავროვმა G20-ის სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა.

ლავროვის ინდონეზიიდან გამგზავრების შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშების ფონზე გავრცელდა.
„ტასის” ცნობით, სამიტზე ლავროვის პროგრამის 15 ნოემბერს დასრულება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, G20-ის სამიტი ინდონეზიურ კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button