მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვმა, გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის მიზეზები განმარტა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შეხვედრას – რომელიც იმართებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით – 24 აპრილს უთხრა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრა იწვევს “მასობრივ ტანჯვას და ნგრევას უკრაინაში და მის ხალხში”, და ხელს უწყობს “გლობალურ ეკონომიკურ რყევებს, რომლებსაც COVID-19-ის პანდემიამ მისცა ბიძგი”.

“ძლიერ [ქვეყნებს] შორის დაძაბულობა ისტორიულად მაღალია. ასეთივეა კონფლიქტის საფრთხეები – არასწორი ნაბიჯების, ან არასწორი გათვლების შედეგად” – თქვა გუტერეშმა, რომელიც ლავროვის გვერდით იჯდა მაგიდასთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის მიზეზები განმარტა, რომელსაც რუსეთი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.

როგორც ლავროვი ამტკიცებს, რუსეთს სჭირდება დაცვის აუცილებლობა NATO-ს საფრთხისგან, ასევე იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც ლავროვის თქმით, უფლებებს მოკლებულნი არიან.

“რუსეთმა მკაფიოდ ახსნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა: აღმოფხვრა საფრთხეები ჩვენს უსაფრთხოებაზე, რომლებიც შექმნილია NATO-ს ქვეყნების მიერ უშუალოდ ჩვენს საზღვრებზე, დაიცვას ადამიანები, რომლებსაც ჩამოერთვათ უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვთქვით, რას და ვისთვის ვიბრძვით” – თქვა ლავროვმა, თუმცა არ განმარტა, რა უფლებებზე იყო საუბარი.

ლავროვი უშიშროების საბჭოს შეხვედრას ხელმძღვანელობდა იმიტომ, რომ ამჟამად რუსეთია ამ 15-წევრიანი ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე. ეს პოზიცია თვეში ერთხელ იცვლება და სხვადასხვა ქვეყანაზე მოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button