ლე პენი: საფრანგეთს წესრიგში მოვიყვან [Photo/Video]

საფრანგეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნაციონალური ფრონტიდან, მარინ ლე პენმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო დევიზით – “საფრანგეთი უპირველეს ყოვლისა!”, – იუწყება AFP.

“ხუთ წელიწადში საფრანგეთს წესრიგში მოვიყვან”, – განაცხადა ლე პენმა თავის პირველ წინასაარჩევნო სიტყვაში.

მან საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, რათა მათ იმ ამერიკელებს მიბაძონ, რომლებმაც ტრამპს მისცეს ხმა.

“დონალდ ტრამპის მაგალითზე, პრეზიდენტები შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ , თუკი ისინი არა მხოლოდ სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, არამედ საკუთარ დაპირებებსაც შეასრულებენ”, – დასძინა ლე პენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები წარმოადგინა. მან მასობრივი იმიგრაციის, გლობალიზაციისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა. ასევე მან ამომრჩევლებს ბრიუსელის ტირანიისგან საფრანგეთის განთავისუფლება აღუთქვა.

“მსურს, საფრანგეთი ისეთ ქვეყნად ვიხილო, რომელსაც სხვისი არაფერი მართებს”, – განაცხადა ლე პენმა.

ასევე პრეზიდენტობის კანდიდატმა ბოროტმოქმედებას ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხდა და მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების რიცხვი 15 ათასი ადამიანით უნდა გაიზარდოს, ხოლო უცხოელები, რომლებიც საფრანგეთში დანაშაულს ჩაიდენენ, ქვეყნიდან უნდა განიდევნონ.

[print_gllr id=52775]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button