ლედი გაგა საქმროს დაშორდა [Video]

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა თავის საქმროს, ამერიკელ მსახიობსა და მოდელ ტეილორ კინის და დაშორდა. ამ ფაქტის შესახებ მომღერალმა საკუთარ Instagram-ში დაწერა.
“ისევე, როგორც ყველა წყვილს, ჩვენც გვაქვს აღმაფრენა და დაცემა. ორივე ამბიციური მსახიობები ვართ და რთული გრაფიკის პირობებში ვეცდებით, ჩვენი სიყვარულის შორ დისტანციაზე შევინარჩუნოთ. ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც დანარჩენები, და ჩვენ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარს”, – ნათქვამია ლედი გაგას პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს წყვილი ერთად აღარსად ჩნდებოდა. მათ ასევე შეწყვიტეს სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებაც.
ტეილორ კინისა და ლედი გაგას რომანი 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს კინიმ გაგას წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე ცოლობა სთხოვა. ისინი ქორწილის გადახდას იტალიაში აპირებდნენ.