მნიშვნელოვანი

,,ლეგალური შემოსავალი არ არის საარსებო შემწეობის შეწყვეტის მიზეზი“

 

მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 12 639-ით ნაკლები ადამიანი იღებს, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა ტატა გამყრელიძემ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 456 634 პირი იღებს სოციალურ დახმარებას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 469 273 იყო.

ტატა გამყრელიძის განცხადებით, 2015 წელს განახლებული მეთოდოლოგიით, ბაზაში მყოფი ყველა პირი გადამოწმდა. ოფიციალური სტატისტიკით,  შემწეობის მიღების პირობების დარღვევის გამო 14 000 ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა და ბაზაში რეგისტრაცია ერთი წლით გაუუქმდა; ხოლო 74 068 ისეთ პირს დაენიშნა დახმარება, ვინც მანამდე, სოციალური შემწეობით მიმღები არ იყო.

ტატა გამყრელიძის თქმით, ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოს შემოსავლის გაჩენის  შესახებ აცნობოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახს პირდაპირ მოეხსნება დახმარება.

მოისმინეთ ტატა გამყრელიძის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button