“ლეიბორისტული პარტიის საბანკო ანგარიში დაყადაღებულია”

“ლეიბორისტული პარტიის” ინფორმაციით, მათი კუთვნილი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია.

პარტიაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ პარტიის კუთვნილი ანგარიშის დაყადაღების შემდეგ, პარტია პარალიზებულია და საფინანსო ოპერაციებს ვერ ახორციელებენ. მათ შორის ვერ იღებენ ხელფასებს.

პარტიაში დეტალებზე არ უსაუბრიათ. ისინი მომხდარით დაინტერესებას დიპლომატიურ კორპუსს სთხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button