სპორტი

ლეიკერსი ფორმაში შედის, ლებრონ ჯეიმსი კი ტრავმირებულია

ლოსანჟელეს ლეიკერსმა მოგებების სერია დაიწყო და ფორმას უბრუნდება.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში ლოსანჯელესელები სან-ანტონიო სპურსს სტუმრობდნენ და მასპინძლებს ოვერტაიმში, ანგარიშით 125:121 სძლიეს.

ტრავმირებული ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში ლეიკერსს ენტონი დევისმა და რასელ ვესტბრუკმა ულიდერეს. შეხვედრის დროს დევისი დაშავდა, თუმცა თამაში არ შეუჩერებია და გუნდს ბოლომდე დაეხმარა.

კლუბის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ ენტონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და ლებრონის დანაკლისს მისი დროებით გაჩერებაც არ დაემატება.

აღნიშნულ მატჩში დევისის ანგარიშზე 35 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა. ვესტბრუკმა კი 33 ქულასთან ერთად აქტივში 10 მოხსნა ჩაიწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button