“ლელიანის მოსახლეობა ოქტომბრიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს”

სოფელი ლელიანი ოქტომბრიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” განუცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შოლაშვილმა, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სოფელში სულ 843 აბონენტია.

გუბერნატორის თქმით, თემში ბუნებრივი აირის შესაყვანად სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კონსტრუქცია 21” ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

ირაკლი შიოლაშვილი – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button