მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლელიანის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის, კორონავირუსის შემთხვევების გამო, საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19, სკოლის პედაგოგებს დაუდასტურდა. შემთხვევები, გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, psr ტესტირება, სკოლის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება. სკოლის შენობას კი სადენზიფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კორონავირუსის 787 შემთხვევაა დაფიქსირებული.