“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების პროცესები 23 ივნისამდე გადაიდო

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პროცესები მოსამართლემ 23 ივნისამდე გადადო.
ოპოზიციონერი ლიდერები დღეს სხდომის დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
სასამართლო მათ თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი გადადო.
ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.
მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი გადადო.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.