მნიშვნელოვანისიახლეები

ლელო – ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ლელო – ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი დააკავეს.

მანდატურებმა თაზო დათუნაშვილი ძალის გამოყენებით იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დარბაზს ტოვებდა.

მანდატურის სამსახურმა ის გადაიყვანა ოთახში, რომელსაც გარედან აწერია – “უცხო პირთა შესვლა აკრძალულია”.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ იციან, სად ჰყავთ თაზო დათუნაშვილი.

“არ ვიცი, რა მოხდა, სასამართლო დარბაზში ვიყავი და როდესაც გავიგე, რომ ასეთი სიტუაცია იყო, გამოვედი. ახლა ვეძებ თაზო დათუნაშვილს, სად არის, არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა მინდა მივმართო სახალხო დამცველს, საერთოდ, თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, დაგვეხმარე ამ ადამიანის პოვნაში”, – თქვა ლევან სამუშიამ.

„ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ამავე პარტიის წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ მანდატურებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, თაზო დათუნაშვილი მანდატურებს ამ დრომდე „სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი“.

„თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, – წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს

მსგავსი პოსტები

Back to top button