მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რა შეფასებები მოჰყვა ევროკომისიის გადაწყვეტილებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ის უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის კი სტატუსის მიღების შესაძლებლობის რეკომენდაციას მიესალმება.

“უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის.

ევროპარლამენტის სახელით, მე მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ჯერი ევროპულ საბჭოზეა, რათა უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცეს.

ჩვენ უკრაინასთან ვდგავართ.

ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაციას. და ქართველი ხალხისთვის იმავე შესაძლებლობის მიცემაზე მუშაობას.

ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის” – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

ევროკომისიამ დღეს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის – არა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა – ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კი მიიჩნევს, რომ საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას და ამისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკომისიისგან ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე თანხმობა, ბორელი მიიჩნევს, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.

“საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებით – დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს.

დღევანდელი მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას”გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, 17 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, მილოცვების ძირითადი ადრესატები დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან. მილოცვებს უერთდება ჯოზეპ ბორელიც.

“ჩვენ მოვისმინეთ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და დღეს ვუპასუხეთ მას რეკომენდაციით, რომ გააგრელონ მუშაობა.

დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოველი ხალხი შეძლებს სრულად გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა, გააგრძელოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების პერსპექტიული გზა.” – წერს ბორელი ტვიტერის გვერდზე

უკრაინასთან მიმართებით, ჟოზეპ ბორელი აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა დაამტკიცეს თავიანთი მონდომება, მიაღწიონ თავიანთ ევროპულ ბედს. დღეს უკრაინამ ევროკავშირის გზაზე ახალ ეტაპს მიაღწია.

“პოზიტიური აზრი, არის მკაფიო გზავნილი მამაცი უკრაინელი ხალხისთვის, რომელთანაც ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები და ისტორია.

ჩვენ ერთად ვართ ევროპა.”ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

ამასთან ევროკომისიის რეკომენდაციებს ასოცირებული ტრიოს წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და ევროკომისიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

“ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების თაობაზე,” – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტანია ფაიონი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას.

“ვულოცავ საქართველოსა და მოლდოვას – მათ კიდევ ერთხელ მიიღეს რწმუნება ევროკომისიისგან, რომ ისინი ევროკავშირისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგანან,”- წერს ტანია ფაიონი.

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას სტატუსის შესახებ “ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნები!

რამდენიმეთვიანი ინტენსიური დიალოგისა და კოორდინაციის შემდეგ, მოხარული ვარ და მივესალმები ევროკომისიის დასკვნას უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს არის დამსახურებული წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის,”- წერს რუმინეთის პრეზიდენტი.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე

მსგავსი პოსტები

Back to top button