მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
“ლელომ”ყვარელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ ” ლელო საქართველოსთვის” ყვარლის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის კანდიდატები ადგილობრივებს, “ლელოს” ერთ – ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააცნო.
წარდგენილი პირები, მოსახლეობის ნდობის მოპოვებას, ყვარლის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში შეეცდებიან.
“ლელო საქართველოსთვის” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს, თუმცა მერის თანამდებობისთვის ბრძოლას, პარტია, მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქალი კანდიდატით აპირებს.
წარდგენა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.