მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ლელოს გადაწყვეტილება მოულოდნელობა იყო”

ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრისთვის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთვის, „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელება მოულოდნელობა აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში ელენე ხოშტარია წერს, რომ ამის მიუხედავად, აღნიშნული ფაქტი „ლელოს“ მიმართ მის დამოკიდებულებას ჩრდილს ვერ მიაყენებს:

„მიმაჩნია, რომ „ლელო“-ს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის. არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.” – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

https://www.facebook.com/Llaka/posts/10157025944735728

ლევან კობერიძე

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის, თბილისშიც.

ვაკეში, “ლელოს” სახელით, კენჭს ლევან კობერიძე იყრის.

პარტიამ თბილისის ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button