მნიშვნელოვანირეგიონი

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჭიაურსა და გიორგეთში ალვის ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენები და ინტერნეტის კაბელები.

სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჭიაურის თემში მერის წარმომადგენელმა თანანა ხვედელიძემ განაცხადა, რომ დაზიანებულია სოფლის ელექტროენერგიის მთავარი კაბელი. მისი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს საღამოს სეტყვა მოვიდა ახმეტაში, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამბობენ, რომ ზიანი ფაქტობრივად არ არის, რადგან სეტყვა რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

კახეთში მაისის თვეში ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა ხშირი მოვლენაა. 11 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელი კაბალი დააზარალა. მდინარე კაბალი ჯებირებიდან გადმოვიდა და დიდი ოდენობით წყალი რამდენიმე ქუჩაზე მოედინებოდა.

ასევე 11 მაისს ყვარელში ადიდდა მდინარე დურუჯი და რამდენიმე სოფლის სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა.

მსგავსი პოსტები

Back to top button