“ლელოს” წევრი ჭყონდიდის მიტროპოლიტს სახალხო მღელვარების მოწყობაში ადანაშაულებს

“ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი მარტვილში 8 მარტს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო და კონკრეტულად სამეგრელო, შეძრწუნებულია იმ ფაქტით რაც გუშინ მოხდა. ახლადმოვლენილმა მეუფემ, რომელმაც გამართა საიდუმლო კრება, არადა ჩვენ ვიცით რომ ყველა მრევლს, მოქალაქეს, ის, ვინც გადასახადს იხდის აქვს უფლება დაესწროს ღია კრებას. მეუფემ უკიდურესი სახალხო მღელვარების ქვეშ დააყენა მთელი რეგიონი”- აცხადებს ახვლედიანი
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის ლე124-ე მუხლით დაიწყო.