ვლადიმირ ლენინის ცხედარი, შესაძლოა, გაყიდონ ან კრემატორიუმში დაწვან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადებით, მხატვარმა დევიდ დატუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. სანაცვლოდ კი, დატუნა ერთ მილიარდ დოლარამდე იხდის.
თუმცა, ვლადიმერი ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმირ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა.
„ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით, კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში, მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ.“ – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.