ლეონარდო დიკაპრიოს რეაქცია ინტერნეტის ჰიტად იქცა [Video]

“ოქროს გლობუსით” დაჯილდოების ცერემონიაზე ლეონარდო დიკაპრიოსა და ლედი გაგას უხერხული შეჯახების ამსახველი ვიდეორგოლი ვირუსულ პოპულარობას იძენს, – წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mail.

ვიდეოზე დიკაპრიოს რეაქციაა ასახული, როცა ლედი გაგა მას შემთხვევით თეძოს გაჰკრავს. მსახიობის მიმიკურმა რეაქციამ ინტერნეტ-მომხმარებელთა გულები უცაბედად დაიპყრო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცერემონიაზე ლედი გაგა “ოქროს გლობუსის” მფლობელი გახდა ნომინაციაში – “მინი-სერიალისა ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი”. მან ეს ჯილდო ჰორორ-სერიალ – “ამერიკულ საშინელებათა ისტორია”-ში როლის შესრულებისთვის მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ადრე ლეონარდო დიკაპრიოც დაჯილდოვდა “ოქროს გლობუსით” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “გადარჩენილი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button