“ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აჭარიდან და კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს გაურიგდნენ და კიევის ყოფილმა მერმა წინასაარჩევნო აქტივობაც ამიტომ შეამცირა.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი კი ამბობს, რომ ჩერნოვეცკი პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად აღარ იქნება. ის დ ეტალებზე არ საუბრობს.

2006-2012 წლებში კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, ქართულ პოლიტიკაში მოსვლასა და საქართველოს პარლამენტში შესვლას გეგმავდა. ამის შესახებ მან 2015 წლის მიწურულს განაცხადა.

ჩერნოვეცკიმ პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის” დაარსა და საზოგადოებას, გამარჯვების შემთხვევაში, პენსიების 400-500 ლარამდე გაზრდას დაპირდა.

ამომრჩეველს ის “ტოტალური მოსმენების” აღკვეთას სთავაზობდა, ხოლო იმას, ვინც საქართველოს მთავრობის მიერ ძებნილ მეგის ქარდავას დაიჭერდა, 150 ათას ლარს.

ჩერნოვეცკი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ “სოციალურ პარტნიორობას” ხელმძღვანელობს.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button