კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირსაც პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია პირველის ოპერატორზე ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გია გიგუაშვილმა სასამართლო სხოდმაზე განაცხადა, რომ აღიარებს სისხლის სამართლის 154 მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაშუი ხელის შეშლას გულისხმობს. მისი ადოკატი ლელა გოძიაშვილი საპატიმრო სასჯელის ნაცვლად 3000 – ლარიანი გირაოს შეფარდებას მოიხოვდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 29 პირია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button