სპორტი

ლექსო ყაულაშვილი სააფრანგეთის სიმბოლურ ნკრებში

საფრანგეთის რაგბის ელიტარულ ჩემპიონატში, სეზონის მეორე ტურის TOP 14 დაასახელეს. 14 საუკეთესოთა შორის, პირველობის სიმბოლურ ნაკრებში „ბორდოს“ ფორვარდი, ქართველი მორაგბე ლექსო ყაულაშვილიც მოხვდა.

ამ ტურში, მისმა კლუბმა შინ, „სტად დე ფრანსე“ 37:19 დაამარცხა. შეხვედრაში ყაულაშვილმა სამი ნორმის პოოციაზე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული ელიტ ლიგის მეორე ტურში ყაულაშვილის გარდა კიდევ ორმა ქართველმა გაიტანა ლელო. მონპელიეს და ბრივის დაპირისპირებაში, სადაც შეხვედრა 39:17 დასრულდა, მასპინძელთაგან გელა აფრასიძემ მე-4 წუთზე გამოიჩინა თავი, სტუმართა რიგებში კი 68-ე წუთზე ვანო კარკაძემ შეასრულა თავის ლელო.

ცნობისთვის, TOP 14-ის პირველ ტურში სიმბოლურ ნაკრებში თორნიკე ჯალაღონია და ბექა გიგაშვილი მოხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button