ლესია უკრაინკას 150 წლის იუბილე-უკრაინის ელჩი თელავში ჩავიდა
უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით, თელავს საქართველოში უკრაინის ელჩი ეწვია.
იგორ დოლგოვმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ლესია უკრაინკას ძეგლი და საცხოვრებელი სახლი ყვავილებით შეამკო.
” ჩვენთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მეგობარია. ლესია უკრაინკა გამოჩენილი უკრაინელი პოეტია და შემთხვევითი არ არის, რომ მან გარკვეული წლები, საქართველოში გაატარა. ეს ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია”- განაცხადა დოლგოვმა.
უკრაინელმა დიპლომატმა, კახეთის გუბერნატორსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლესია უკრაინკას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დამზადებული მონეტა და სიგელიც გადასცა.
უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ძეგლი, თელავის დასასვენებელ პარკ ნადიკვარზე, 2011 წელს დაიდგა.
ლესია უკრაინკამ, სიაცოცხლის ბოლო 10 წელი, საქართველოში, კერძოდ თელავში გაატარა