ლევან აღდგომელაშვილი ტ/კ ,,იბერიის“ საქმეზე იკითხება
ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის საქმეზე ლევან აღდგომელაშვილი მოწმის სტატუსით იკითხება.
„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2004 წელს ზურა ადეიშვილის მაშინდელმა მოადგილემ ტელეკომპანია “იბერიის” ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოითხოვა. მან სასამრთლოზე განაცხადა, რომ პროკურტურიდან დაუკავშირდა ბაკურ ჩიქოვანი და უწყებაში დაიბარა. აღდგომელაშვილის განცხადებით ადეიშვილის მოადგილემ ტეკომპანია ,,იბერიის„ ლიცენზიის დათმობა მოითხოვა. სანაცვლოდ კი ,,ომეგა ჯგუფის“კუთვნილი კომპანიები გათავისუფლდებოდა.
“იმავე დღეს მივედი პროკურატურაში, ჩიქოვანმა მითხრა, რომ ადეიშვილი ვერ შემხვდებოდა და შემხვდებოდა მისი მოადგილე ლაცაბიძე. ლაცაბიძემ შეხვედრაზე მითხრა, რომ ტელეკომპანიის ლიცენზია უნდა დაგვეთმო და ამის შემდეგ გაიხსნებოდა „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი კომპანიები, სადაც იმ დროისთვის შინაგანი ჯარი იყო განთავსებული. ლაცაბიძემ მითხრა, რომ ტელევიზიაში ერთი დამფუძნებელი შემოვაო და მერე გასვლისას წილის სახით ლიცენზიას წაიღებსო, ხოლო სხვა დანარჩენ დეტალებზე კომუნიკაციების კომისიიდან დაგვიკავშირდებოდნენ”, – აცხადებს მოწმე ლევან აღდგომელაშვილი.
ჩვენებაში მან განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის მოადგილის მოთხოვნა მან ტელევიზიის ხელმძღვანელობას გადასცა, რასაც საბოლოოდ არხის ხელმძღვანელობა დათანხმდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები ტელევიზიის ლიცენზიასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს.