სპორტი

ლევან ჩილაჩავა ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრების და ფრანგული „კასტრის“ მორაგბე ლევან ჩილაჩავა საფრანგეთის მე-9 ტურის სიმბოლურ 14-ეულში მოხვდა.

ჩილაჩავას კლუბი ასევე ქართველი მორაგბეებით დაკომპლექტებულ „ბრივს“ შეხვდა და 23:22 გაიმარჯვა.

ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 48 წუთი გაატარა. 28-ე წუთზე კი პირველი ლელოც დადო.

„კასტრს” ამ დროისთვის 23 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ხოლო ბრიველები 17 ქულით მეათენი არიან.

მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს, კასტრი ლიონს ესტუმრება, ხოლო ბრივი შინ რასინგს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს ნოემბერში 2 ტესტ-მატჩი ელით. 14 ნოემბერს – საფრანგეთთან და 20-ში – ფიჯისთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button