ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” გენერალური დირექტორი გახდა

სამეწარმეო რეესტრმა სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა.

ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამ მოთხოვნით გაჩეჩილაძეების ადვოკატმა რეესტრს რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც სააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ის პარტნიორთა კრების იმ ოქმის გაუქმებას მოითხოვდა, რომლის საფუძველზეც გადააყენეს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან და მის ადგილზე ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button