სიახლეებისპორტი

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ზედიზედ მეორედ დამარცხდა

შემოდგომის სუპერტურნირი მთავარი ფავორიტების, ჰაკუჰოს და კაკურიუს გარეშე მიმდინარეობს. მონღოლი იოკოძუნები აკი ბაშოზე ტრავმების გამო არ მონაწილეობენ.

დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მასზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, 25 წლის იაპონელი ტერუცუიოში (სიმაღლე 169 სმ, წონა 113 კგ) იყო. მათ შორის ამ ტურნირამდე გამართული ერთადერთი შეხვედრა, 2020 წლის მარტისბაშოზე შედგა და იგი შიტატენაგეს ილეთით, ტერუცუიოშმა მოიგო.

დღევანდელ შეხვედრაში, ლევან გორგაძემ რევანშის აღება ვერ შეძლო. იგი იორიკირით დამარცხდა და ბალანსი ნული ორთან გაუხდა.

ხვალ ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას, 27 წლის იაპონელ იუტაკაიამას (სიმაღლე 185, წონა 173 სმ) შეხვდება. ურთიერშეხვედრებში ლევანია დაწინაურებული – 3:0. აკი ბაშოს საწყისი ორი შეხვედრა იუტიკაიამასაც იგივე მეტოქეებთან, ტერუცუიოშთან და კირიბაიამასთან აქვს წაგებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button