ლონდონში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება [Photo]
ლონდონში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მეხანძრეები 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
თვითმხილველთა თქმით, ადამიანები შენობაში ახლაც იმყოფებიან. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია, სამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმდინარეობს.
კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სამართალდამცველები შენობიდან გამოყვანილ ასობით ადამიანს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა დაღუპულების შესახებ.
მომხდარს გამოეხმაურა ლონდონის მერი და ხანძარს “მასშტაბური ინციდენტი” უწოდა.