სპორტი
ლევან გორგაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება აკი ბაშოზე
შემოდგომის სუპერტურნირზე ლევან გიორგაძემ,იგივე ტოჩინოშინიმ სტარტი სუსტად აიღო, თუმცა შემდეგ გააქტიურდა
ტოკიოს აკი ბაშოზე ლევანი დასავლეთის მე_16 მაეგაშირას, 35 წლის ვეტერან იაპონელს,ტოკუშირიუს შეხვდა და იორიკირით სძლია.
ქართველი სუმოისტი მეტოქეს მარჯვენა ხელით ჩაეჭიდა და დოჰიოდან გაიყვანა
ამის შემდეგ გორგაძეს 5 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა.
იმისთვის,რომ ტოჩიმ დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში დააფიქსიროს,დარჩენილი 4 თამაშიდან 3-ის მოგება ევალდებულება.
ტურნირის მომდევნო დღეს ქართველი სეკიტორი,აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირას, ჩიიონოკუნის შეხვდება.