მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხდება
პარტია “მოქალაქეების” წევრს, ლევან იოსელიანს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით აირჩევენ.
ლევან იოსელიანის კანდიდატურა ბიუროს უკვე წარედგინა. მას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ 3 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე, ევროპელი სოციალისტების წევრი , ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.