ლევან კობიაშვილი: ცხადაძე პოსტს ვერ შეინარჩუნებს [Audio]

“ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს პოსტი”, – ამ სიტყვებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, იგი რამდენჯერმე შეხვდა კახა ცხადაძეს და კონტრაქტის ახალი პირობები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, კახა ცხადაძე ანაზღაურების სახით ფიქსირებულად ხელფასის 50%-ს მიიღებდა, ხოლო დარჩენილ თანხას კი იგი წარმატების შემთხვევაში ბონუსური სისტემით აიღებდა. ლევან კობიაშვილის განცხადებით, კახა ცხადაძემ მასთან ამის შემდეგ კონტაქტი შეწყვიტა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს კახა ცხადაძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს გარეშე პირები იღებენ და აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელი იმ ადამიანებს აჰყვა, რომლებმაც 3 ოქტომბერს ჩატარებული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შედეგი ვერ მოინელეს.

ლევან კობიაშვილის ხმა

ვრცელებოდა ინფორმაცია თითქოსდა ცხადაძე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავდა, თუმცა ცხადაძემ თანამდებობა არ დატოვა. ცხადაძე ამბობს, რომ მის შემცვლელს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ლობირებს. “იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემს მიმართ და იმ კანდიდატის მიმართ ვინც უნდა შემცვალოს,” – აცხადებს კახა ცხადაძე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან გამართულ შეხვედრებზე.

ბრიფინგზე ცხადაძემ განაცხადა, რომ გადადგომას არ გეგმავს.

კახა ცხადაძის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button