ლევან მურუსიძე მოსამართლედ აირჩიეს
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ აირჩიეს.
ფარული კენჭისყრის შედეგად, მას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა კანდიდატმა მისცა, ერთი იყო წინააღმდეგი.
14-დან ორი წევრი კენჭისყრას არ დასწრებია, თავად ლევან მურუსიძეს კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც ცნობილია, დღეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით 100-დან 61 მოსამართლე უნდა შეარჩიონ ვაკანტურ თანამდებობებზე.
პროცესის პარალელურად, აქცია იმართება საბჭოს შენობასთან. მურუსიძე 3 წლის გამოსაცდელი ვადით აიჩიეს.