საქართველოსპორტი
ლევან ფანცულაია ჭადრაკის საერთაშორისო ონლაინ_ტურნირის გამარჯვებული გახდა
ქართველმა მოჭადრაკემ, ლევან ფანცულაიამ Titled Tuesday Bitz ტურნირი მოიგო და მესამე ქართველი გახდა ბაადურ ჯობავასა და გიგა ყუფარაძის მერე, ვინც საჭადრაკო ონლაინ_პლატფორმის ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.
დიდოსტატმა 11_ დან 9,5 ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ 4 მონაწილეს ანალოგიური შედეგი ქონდა,_ ფანცულაიამ პირველობა დამატებითი მაჩვენებლების ხარჯზე მოიპოვა.
მან მე_9 ტურში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. მასში მონაწილეობა 27 ქვეყნის 697_მა ტიტულოვანმა მოჭადრაკემ მიიღო.