ლევან ვარშალომიძემ მანდატზე უარი თქვა

ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედის.

გადაწყვეტილება აჭარის ყოფილმა ლიდერმა უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. ვარშალომიძის განცხადებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის.

ვარშალომიძე არც აჭარის დატოვებას აპირებს და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია უმაღლეს საბჭოში იმუშავებს. პარტია 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პარტიული სიიდან ვარშალომიძის გასვლის შემდეგ მის ადგილს სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button