მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლევან ვასაძე თურქეთშია-როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მადგომარეობის გამო თურქეთში იმყოფება, მედიაში ვასაძის შესაძლო მოწამვლის და მისი კრიტიკული მდგომარეობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა პოლიტიკოსის ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესებას “ერის” პრესსამსახურში უარყოფენ.

თუმცა ადასტურებენ, რომ ლევან ვასაძე თურქეთში ნამდვილად იმყოფება და არ გამორიცხავენ, რომ “ერის” დამფუძნებელი შესაძლოა კლინიკაში მხოლოდ ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდეს.

“ერის” პრესსამსახური განმარტების სახით განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.

ლევან ვასაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰომოფობი და ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

თბილისში ლგბტქ „ღირსების მარშის“ დაანონსებიდან ვასაძემ 15 ივნისს „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად .

მსგავსი პოსტები

Back to top button