ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ერთობა, რაობა, იმედი”განცხადებას ავრცელებს

ლევან ვასაძის დაფუძნებული ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედი” მისი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
“ერთობა, რაობა, იმედი” „ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს”.
ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მადგომარეობის გამო თურქეთში იმყოფება. ვასაძის შესაძლო მოწამვლის და მისი კრიტიკული მდგომარეობის შესახებ მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია.
ლევან ვასაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰომოფობი და ანტი-ლგბტ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.
თბილისში ლგბტ „ღირსების მარშის“ დაანონსებიდან ვასაძემ 15 ივნისს „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად .