„ლგბტ თემის წარმომადგენლებს არავინ არ დევნის“ – მამუკა მდინარაძე
ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის აზრით, საქართველოში ლგბტ თემის უფლებები არ იზღუდება.
მამუკა მდინარაძე სიჯიუტედ მიიჩნევს ლგბტ თემის მიერ მარშის მოწყობას თბილისის ქუჩებში. ამასთან ერთად, მდინარაძემ ლგბტ თემის კონსტიტუციური უფლების განხორციელება საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს დაუკავშირა.
“ჩვენ ვართ ყველას უფლებების სადარაჯოზე… ამ საზოგადოებაში ამ თემის წარმომადგენლებს არავინ არ დევნის, არავინ არ აგდებს მათ სამსახურიდან, არავინ არ დასდევს მათ ქუჩაში, თუ კონკრეტული პროვოკაციული გამოვლინებები არ არის ხოლმე… საქართველოს არაფერი არ აქვს სანდურავი, იცით, რატომ? ამ ქვეყანას თავის ტრადიციებში, დაუწერელ წესებში აქვს, სისხლში აქვს ტოლერანტობა ყველას მიმართ… როდესაც ვიცით, რომ პროვოკაციული მიზნებია – პუტინის მსგავსი სქემები ლაგდება ხოლმე. პუტინი რას აკეთებს, ხომ იცით? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი, აფინანსებს რადიკალებსაც… ეს არის პუტინის მეთოდები, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს, საბოლოოდ ისე არ ჩაკვდნენ, ვიღაცამ არ ჩაკლას ვითომ კონსერვატიული იდეა… ეს უნდა დაგვილაგდეს საქართველოში?” – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს დაანონსებული ღირსების მარში” ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ძალადობრივი და სიძულვილის ჯგუფები მაინც შეიკრიბნენ და იძალადეს მედიის წამომადგენლებზე. დაშავდა მინიმუმ 53 ჟურნალისტი.