მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში ავრცელებენ.

„ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ერთი რაკეტა „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო მეორე ღია ტერიტორიაზე დაეცა. ჩვენ მზად ვართ, ისრაელი ყველა ფრონტზე დავიცვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button