მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიეტუვამ რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე საფრთხის შემცველად მიიჩნია

ლიეტუვაში, რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე აღიარეს, როგორც პირები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უშიშროებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამის საფუძველზე, მათ არ მისცეს ან გაუგრძელდა ბინადრობის ნებართვა ან ეროვნული ვიზები. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში განაცხადეს.

ყველა ამ მოქალაქეს, როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ბინადრობის ნებართვის ან ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებამდე უნდა შეევსოთ სპეციალური კითხვარი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიუთითებდნენ თავიანთ დამოკიდებულებაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი, – იუწყება „ნასტოიაშჩეე ვრემია“.
“ყველა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 254 რუსი და 910 ბელარუსი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას”,–განმარტა ლიტვის მიგრაციის დეპარტამენტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების შემდეგ 135 რუსს ჩამოერთვა ბინადრობის ნებართვა ლიეტუვაში. ახლა მიგრაციის დეპარტამენტი დამატებით დეტალებს აწვდის. 254 რუსიდან, რომლებიც “უშიშროების საფრთხედ” აღიარეს, 43 მოქალაქეს ლიეტუვის ბინადრობის ნებართვა არ მისცეს, კიდევ 46-ს კი ის არ გაუგრძელეს. კიდევ 59 რუსეთის მოქალაქეს გაუუქმდა ადრე მოქმედი ბინადრობის ნებართვა, ხოლო ლიეტუვის ხელისუფლებამ 52 რუსს გაუუქმა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. რუსეთის 52 მოქალაქეს უარი ეთქვა ეროვნულ ვიზაზე.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო.
უწყების განცხადებით, ახალ პაკეტში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ისთვის გამშვები დანადგარები, ანტიდრონული სისტემები და სხვა მოწყობილობა შევა.
„7 თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკვე გადასცა უკრაინას Ми-8 ტიპის ვერტმფრენები, L-70-ის ტიპის საზენიტო ზარბაზნები, საბრძოლო მასალით, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, მილიონობით ვაზნა და საბრძოლო მასალა ნაღმმტყორცნებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ლიეტუვა აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინელი სამხედროების მკურნალობასა და რეაბილიტაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button