მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ცხინვალში ე.წ. იუსტიციის მინისტრს ფანჯრები ჩაუმსხვრიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალინა ლალიევას სახლზე ღამის 23:00-ზე განხორციელდა.

უცნობმა პირებმა ფანჯრებს ქვები ესროლეს. იმყოფებოდა თუ არა ე.წ. მინისტრი ინციდენტისას სახლში, უცნობია. თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button