ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა.IDF-ის ცნობით, კაუკი საჰაერო იერიშს ემსხვერპლა.
ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი. ის უსაფრთხოებასა და ისრაელის სამხედროებისა და მოქალაქეების წუნააღმდეგ ტერორისტული ქმედებების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი.
„კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მეთაურების ლიკვიდაციას და იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს ემუქრება“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
IDF-ში ამბობენ, რომ კაუკი ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში 80-იანი წლებიდან იყო და მას შემდეგ დაჯგუფებაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
თავად ჰეზბოლას კაუკის ლიკვიდაცია ჯერ არ დაუდასტურებია.