სპორტი

“ლილი” საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის ჩემპიონობისთვის რეალურად 2 კლუბი იბრძოდა. “ლილი” და პარი სენ _ ჟერმენი.

კრისტოფ გალდიეს გუნდს მხოლოდ გამარჯვება აწყობდა, თუმცა მატჩი გასვლაზე ქონდა და დიდ იმედებს ფეხბურთის სპეცოალისტები ამ შედეგზე არ ამყარებდნენ.

“ლილმა”კი წარმოუდგენელი შეძლო და მასპინძელ “ანჟერს” ანგარიშით 2:1 მოუგო. შეხვედრის მე_10 წუთზე დავიდმა ანგარიში გახსნა. პირველივე ტაიმის ბოლოს ბურაქ ილმაზის 11 მეტრიანი საჯარიმოს ზუსტად შესრულებით სტუმრებმა სხვაობა გაზარდეს. ე.წ.პრესტიჟის გოლი მასპინძელთაგან, მატჩის მიწურულს ფულგინიმ გაიტანა და “ლილმა” ჩემპიონობა გაინაღდა.

დავიდი მიმდინარე სეზონში “ლილის” მაისურით 13 გოლის ავტორია. ბურაქ ილმაზის ანგარიშზე კი 16 გოლია. “ლილიმ” ჩემპიონის ტიტული უკვე მეოთხედ მოიპოვა.

ბოლო ათწლეულში კი ეს მისთვის მეორე გამარჯვებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button