მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, – აცხადებენ უწყებაში.

მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლე, პოლ პელოსი.

გარდა ამისა, სანქცირებულ პირებს შორის არიან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოთხი მოადგილე და აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი დებ ჰაალენდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button