კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

ლინჩის წესით გასამართლება სომხეთში

სომხეთში, ქალაქ გავარში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც სროლების შედეგად ორი პირი მოკლეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, თავდამსხმელები გაქცევას შეეცადნენ, თუმცა ავარიაში მოჰყვნენ, რის შედეგადაც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ მოკლულების ნათესავებმა შეიტყვეს. ადგილობრივ საავადმყოფოსთან ხუთასამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ საავადმყოფოსთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს, საავადმყოფოში შეიჭრნენ და მკვლელობაში ეჭვმიტანილ ორ პირს პალატაში ყელი გამოჭრეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ორივე პირი გარდაიცვალა. ქალაქ გავარში სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი გაემგზავრა. ადგილზე ასევე მობილიზიბულია პოლიციის დამატებითი ძალები.

მსგავსი პოსტები

Back to top button